მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგებაზე უარი ვთქვით" - პანდემიის გავლენა "ტოტალ შარმის" ქსელზე

5fa2ac4bb2629
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.20 18:45
2079
პანდემიის მიუხედავად, ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელ „ტოტალ შარმის“ დარტვირთვა არ შემცირებულა. კლინიკის სამედიცინო დირექტორი ქეთევან ხუხუნაიშვილი BM.GE-ისთან ამბობს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, „ტოტალ შარმმა“ იმავე აქტივობით განახლდა მუშაობა, რაც პანდემიამდე ჰქონდა და მომხმარებელთა მხრიდან მომართვიანობა დღესაც მაღალია. მისივე თქმით, ამას ხელს კლინიკის ქირურგების და დერმატო-კოსმეტოლოგების მაღალი პროფესიონალიზმი უწყობს.

„ტოტალ შარმის“ კლინიკას პანდემიამდე პროცენტულად უფრო მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე მომართავდა. ბუნებრივია, ეს რაოდენობა შემცირდა. ამის ფონზე, თავდაპირველად გვეგონა, რომ მომართვიანობა იკლებდა, თუმცა ამავე პერიოდში გააქტიურდა ქართველი მომხმარებელი. ამან უცხოელი მომხმარებლების კლება დააბალანსა და ეს ჩვენთვის სასიამოვნოა“, - აცხადებს კომპანიის სამედიცინო დირექტორი.

რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენა იქონია პანდემიიდან გამომდინარე შემოღებული ახალი წესების/რეკომენდაციების გათვალისწინებამ მომსახურების ფასებზე,  „ტოტალ შარმში“ ამბობენ, რომ ყველა რეკომენდაციას იცავენ, რის გამოც, რა თქმა უნდა, გაიზარდა ხარჯები, თუმცა კომპანია მომსახურების პანდემიამდე არსებული ფასების შენარჩუნებას მაინც ახერხებს.

„მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რომ არ მოხდეს ფასების ზრდა იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც სხვადასხვა პროცედრებში ვიყენებთ და ჩვენც შევძლოთ მომსახურების ღირებულების შენარჩუნება, რათა ეს მომხმარებლის ჯიბეზე არ აისახოს. შესაბამისად, ფასები არ გაგვიზრდია. „ტოტალ შარმი“ მსოფლიოში ცნობილ კომპანია Aptos-თან თანამშრომლობს. ჩვენთვის ხარისხი და მომხმარებლის ჯანმრთელობა უპირველესია, ამიტომ ის მოგება, რაც პანდემიამდე გვქონდა, ახლა უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენაა მიმართული. იმისთვის რომ შევინარჩუნოთ კომპანია და მოსახლეობასაც მივაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, მოგებაზე უარი ვთქვით. დღეისთვის, ეს კარგად გამოგვდის და ასე გავაგრძელებთ“, - განაცხადა ქეთევან ხუხუნაიშვილმა.

კითხვაზე - როგორ დაასრულებს კომპანია, ყველაფრის გათვალისწინებით, 2020 წელს, „ტოტალ შარმის“ სამედიცინო დირექტორი ამბობს: „ამ ტენდენციით წლიურად ზრდა გვექნება, თუმცა ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას ქართველ ქალბატონებზე, ამის გამო ხშირად ვაანონსებთ ფასდაკლებებს სხვადასხვა პროცედურებზე. მენეჯმენტისა და სერვისების მრავალფეროვნებისა მაღალი დონის გათვალისწინებით იმედს ვიტოვებთ, რომ ვიქნებით მაღალკონკურენტუნარიანი ჩვენს სფეროში“.

ცნობისთვის: „ტოტალ შარმი“ საქართველოში 2 ფილიალით - თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი, თუმცა უახლოეს პერიოდში იგეგმება თბილისში დამატებითი ფილიალის გახსნა. დღეისთვის, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში 38 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები