მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელს შეუძლია თავისი ტური გაყიდოს" - "ბილიკმა" ახალი ფუნქციონალი დაამატა

6245460c3c017
მარიამ იზორია
31.03.22 23:00
894
ტურისტული მარშრუტების ქართულმა მობილურმა აპლიკაციამ “ბილიკმა” ახალი ფუნქციონალი დაამატა. კერძოდ ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ციფრული ტურის დამატების, გაყიდვისა და ყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

"ბილიკის" თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა bm.ge-სთან აცხადებს, რომ ახალი ფუნქციონალის გაშვებიდან 4 დღეში აპლიკაციას 500-მდე პირველი მყიდველი ჰყავდა. მისივე თქმით, ტურების განთავსებისა და გაყიდვის ფუნქციონალი ჯერჯერობით მხოლოდ Android-ზეა ხელმისაწვდომი, აპრილიდან კი iOS-ზეც დაემატება. ტურების შეძენა ორივე სისტემის მომხმარებლისთვის არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში ინტეგრირებულია ქართული სტარტაპის PAYZE-ს გადახდების სისტემა.

“ბილიკი ტურისტული მარშრუტების საბაზრო სივრცეა, სადაც ნებისმიერი მსურველი ათავსებს და ყიდის საკუთარ ტურს სხვა მომხმარებელზე. მომხმარებელი ტურისტული მარშრუტისა და ობიექტების შესახებ საკუთარ ინფორმაციას ციფრული სახით ყიდის. ციფრული ტურების ფასი 5-დან 20 ლარამდე მერყეობს. აპლიკაცია “ბილიკი” ტერიტორიულად არ არის შეზღუდული და მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბილიკი" საერთაშორისო ბაზარზეც უახლოეს მომავალში ჩაეშვება. ამ მიმართულებით კი ჩვენი პირველი სამიზნე - პოლონეთი, უკრაინა და კავკასიის რეგიონია.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თითოეული გაყიდული ტურიდან 1 ლარი უკრაინის ჰუმანიტარულ ფონდში ირიცხება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვსურს საინვესტიციო რაუნდი გამოვაცხადოთ და "ბილიკის" კიდევ უფრო განვითარების მიზნით დეველოპერების შიდა გუნდი შევქმნათ. ამასთან, "ბილიკი" მარკეტინგულად უფრო აქტიური გახდება, რათა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა სწრაფად შევძლოთ” - ამბობს თორნიკე ცირამუა.

2020 წელს ძმების თორნიკე და გიორგი ცირამუების მიერ შექმნილი ტურისტული მეგზური „ბილიკი“ დღეს უკვე 15 000-მდე აქტიურ მომხმარებელს, 1000-მდე ტურისტულ ბიზნესსა და 50-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს, რომელთა ტურები უკვე იყიდება ბილიკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები