მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“... სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს"

644c05cc83e95
BM.GE
28.04.23 21:40
616
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით €129 მილიონის გადახდა დაეკისრა.

„მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში. 

სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებული დარღვევებისა და ზარალისთვის საქართველოსთვის კომპენსაცია სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები