მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" - „წავკისი პანორამას“ პროექტი ერთი წლით ადრე სრულდება

64941aca8ff10
BM.GE
20.06.23 15:15
5275
მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი უბანი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე მდებარეობს, „წავკისი პანორამაა“ - პროექტი, რომელიც სრულიად მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს.

„წავკისი პანორამას“ მიწის ნაკვეთების 85% უკვე გაყიდულია, რაც პროექტის ვადაზე ადრე დასრულებას მოასწავებს.

რას უკავშირდება პროექტის ვადაზე ადრე დასრულება და რითია გამორჩეული „წავკისი პანორამა“? - ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტი, პროექტის მმართველი პარტნიორი, გეგი ვასაძე გვიპასუხებს.



„პროექტის ვადაზე ადრე დასრულება, პირდაპირ კავშირშია მომხმარებლების მაღალ მოთხოვნასთან. როგორც იცით, წავკისი პანორამას“ გაყიდვები 2022 წლის მაისში, ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყეთ. პროექტის დასრულება კი 2024 წლის ბოლოს იგეგმებოდა და შესაბამისად, პროექტის დაწყებისას გაყიდვების გეგმაც ორ წელზე გვქონდა გათვლილი, თუმცა მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ამ პერიოდისთვის, მიწის ნაკვეთების 85% უკვე გაყიდულია.

რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების განხორციელებაც ორი წლის ვადით იყო განსაზღვრული და უნდა აღვნიშნო, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პროექტი ერთი წლით ადრე დასრულდება, როგორც გაყიდვების, ისე სამუშაოების შესრულების მხრივაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა იყო მივყოლოდით მოთხოვნის ტემპს და ორ წელზე გაწერილი სამუშაოები ერთ წელში დაგვესრულებინა. ვთვლით, რომ ამ გამოწვევას გავართვით თავი და პროექტის ვადაზე ერთი წლით ადრე ჩახურვა კომპანიის დიდი წარმატებაა.

გეგი, საინტერესოა, რას სთავაზობს „წავკისი პანორამა“ თავის მომხმარებელს და რატომ გახდა ის ასეთი მოთხოვნადი?

„როგორც უკვე აღნიშნეთ, „წავკისი პანორამა“ მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს და მისი კონცეფცია სრულიად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების მოთხოვნილებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და კომფორტული საცხოვრებელი გარემო.

ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონს აღემატება. ის 13 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს 98 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს, რომელიც ყველა კომუნიკაციით არის უზრუნველყოფილი. ასევე, 15 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონას, ჩოგბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებს, სკეიტპარკს და ველობილიკს. ერთკილომეტრიანი სასეირნო ხეივანს, ასაკობრივად დაყოფილ ბავშვთა გასართობს სივრცეებს, და სხვა ბევრ საინტერესო და საჭირო ინფრასტრუქტურულ პროექტს.

პროექტზე მუშაობისას წინასწარ ჩავატარეთ კვლევები, რათა უკეთ ჩავწვდომოდით თანამედროვე ადამიანების საჭიროებებს და მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ბაზარზე არსებობდა. შესაბამისად, ჩვენი უბნის დაგეგმარებისას მთავარი მიზანი იყო რეკრეაციული ბუნების შენარჩუნება, სივრცის ჰარმონიული განვითარება და არსებულ გარემოსთან ინტეგრირება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ პროექტი არ ყოფილიყო მჭიდროდ დაგეგმარებული, ამიტომ უარი ვთქვით მიწების პატარა ზომებად დაყოფაზე და მომხმარებელს 700-დან 1 100კვ/მ-დე ნაკვეთები შევთავაზეთ. არსებული მიწის ნაკვეთები ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილია კომუნიკაციითა და მშენებლობის ნებართვით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით „წავკისი პანორამა“ მართლაც გამორჩეული პროექტია და სწორედ ამიტომ, იქცა ის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საცხოვრებელ ადგილად.“

გეგი, საინტერესოა „წავკისი პანორამას“ ვადაზე ადრე დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვთ და სამომავლოდაც აპირებთ თუ არა, მსგავსი პროექტის განხორციელებას?

„წავკისი პანორამას“ პროექტზე მუშაობისას ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ თანამედროვე ადამიანების მოთხოვნილებები შეიცვალა და დღეს, მათ სურთ იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ გარემოში. ჩვენს პროექტზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ დაგვარწმუნა იმაში, რომ სწორად შევძელით მომხმარებლების საჭიროებების განსაზღვრა და მათთვის მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

აქედან გამომდინარე, გვაქვს სასიამოვნო სიახლე და ვაანონსებთ ახალ პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 20 მილიონი იქნება. ეს პროექტიც წავკისში განხორციელდება და იქნება სრულიად ახალი ტიპის დასახლება, რომლის მშენებლობის დაწყებაც ზაფხულში იგეგმება. დაინტერესებულ პირებს კი შეეძლებათ ისარგებლონ განსაკუთრებული ფასით, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში.“

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები