მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოთხოვნები ლეგიტიმურია" - ირაკლი პეტრიაშვილი ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულებს სოლიდარობას უცხადებს

629f8b5bf113c
BM.GE
07.06.22 21:42
718
„მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია“ - პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულებს სოლიდარობას უცხადებს.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი დების და ძმების, ბორჯომის ქარხნის დასაქმებულების მიმართ. კომპანია ვალდებულია თითოეულ თანამშრომელს კუთვნილი ორი თვის ხელფასი, რომელიც არ აუღიათ, აუნაზღაუროს. უპირობოდ უნდა აღადგინონ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები და გაუფორმონ უვადო შრომითი ხელშეკრულებები. ვიმედოვნებ, მედიაციის პროცესი სათანადოდ წარიმართება და დასაქმებულების სრულიად სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის: "IDS ბორჯომი საქართველოს" მხრიდან წარმოების გაჩერების შესახებ, აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა 4 ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბორჯომის“ აქციების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბორჯომის საწარმოში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის არსებული უთანხმოების სამედიაციო პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთვებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები