მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშენებლობა განვადებით" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი?

BM.GE
21.04.22 12:47
453
“განვადებით მშენებლობის” პროექტის ზუსტი მოდელი ჯერ მთავრობასაც არ აქვს შემუშავებული, თუმცა როგორც BMG-ის კითხვის საპასუხოდ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, გადასახადის გადამხდელებს ამ მოდელის პირობებში პროექტების დაფინანსება უფრო ძვირი არ დაუჯდებათ. 

ქარსელაძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის დაფინანსების პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დროის მოკლე ვადაში მივიღოთ პროექტი ისე, რომ ზედმეტის გადახდა არ მოგვიწიოს. 

ახალი პროექტის შესახებ განცხადება გააკეთა პრემიერ მინისტრმაც, მისი თქმით, 3 წლიანი პროექტის ჯამური მოცულობა 2.5 - 3 მლრდ ლარია, პროგრამის ფარგლებში კი 20 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. 

მთავრობის ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში აშენდება "პოლიციელების ქალაქი", რომელიც 1 000 ბინიან კომპლექსს მოიცავს. ასევე გარემონტდება 800-მდე საჯარო სკოლა და აშენდება 90 ახალი საბავშვო ბაღი. 

“მშენებლობა განვადებით” პროექტის ფარგლებშიც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საბანკო სესხებით დაფინანსდება. დღეს თითოეულ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანიებს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ბიუჯეტიდან ერიცხებათ. განსხვავებულია “განვადებით მშენებლობის” პროექტი. მასში მშენებლობის დაფინანსება საბანკო სესხით მოხდება, რომლის გარანტორიც საქართველოს მთავრობაა. 

პროექტზე საუბარი თებერვლიდან მიმდინარეობს, თუმცა მისთვის 2022 წლის ბიუჯეტში არცერთი ლარი არ არის გათვალისწინებული.

რამდენად საინტერესოა ბიზნესისთვის მთავრობის შეთავაზება იმ ფონზე, როცა სასმშენებლო სექტორი თვეზე მეტია ეკონომიკის სამინისტროსგან ინდექსაციის მოდელის ამოქმედებს ელის?

სტუმარი: ბესო თავბერიძე - "ბალავარი ჯგუფის" ხელმძღვანელი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები