მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა - არხის განცხადება

61000b715d01b
ინგა მურუსიძე
27.07.21 17:38
2960
"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა, ინფორმაციას თავად არხის მენეჯმენტი ავრცელებს. არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია.

"მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა, სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს. გადასახადებს ვიხდით და არანაირი დარღვევა არ გვქვს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, სხვა ტელევიზიებსაც იგივე ელოდებათ.

"ამას შეგვპირდა ბატონი [ირაკლი]კობახიძე თავის დროზე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიასაშუალება, დაფინანსება და ა.შ. მან გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდება. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და შემდეგ პროკურატურას. რავიცი, რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე. მერე მაინტერესებს, როგორ უნდა მიმართონ თავის ამომრჩეველს ქართველმა პოლიტიკოსებმა? ვინ უნდა აკრიტიკოს "ქართული ოცნება" და ვინ უნდა მოახდინოს ჩვენი დასავლური მიმართულების "ფრომოუშენი"? რა უნდა გააკეთოს ტელეკომპანია "იმედმა" და "რუსთავი 2-მა"? ეს ხომ სასაცილოა. ამ ქვეყანაში, ყველა მეთოდით ამთავრებენ მედიას არჩევნებამდე ორი თვით ადრე, - ამბობს ნიკა გვარამია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები