მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე ფრენები" თვითმფრინავის ბილეთების ფასს გაზრდის - ინდუსტრიის კვლევა

6447beca069ae
სალომე ხიდურელი
26.04.23 09:00
831
საჰაერო მიმოსვლის დეკარბონიზაციის ღირებულებამ, შესაძლოა, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ავიაციის ინდუსტრიის წარმომადგენელი ჯგუფი საუბრობს.

Sustainable Aviation-ის განმარტებით, უფრო ძვირად ღირებულ, ეკოლოგიურ საავიაციო საწვავზე გადასვლა მგზავრობაზე მოთხოვნასაც შეამცირებს.

თუმცა, ფრენაზე მაღალი ფასების მიუხედავად, 2050 წლისთვის, წლიურად მგზავრების რაოდენობის 250 მილიონამდე ზრდაა ნავარაუდები.

Sustainable Aviation არის გაერთიანება ისეთი კომპანიების, როგორიცაა ავიახაზები British Airways, აეროპორტები და მწარმოებლები.

გაერთიანების განმარტებით, მდგრადი საავიაციო საწვავი (SAF) ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება საავიაციო ინდუსტრიის “წმინდა ნულოვანი” მიზნის მისაღწევად, რადგან იგი 2050 წლამდე გაერთიანებული სამეფოს ფრენებში გამოყენებული საწვავის მინიმუმ ⅓-ს ჩაანაცვლებს.

მდგრადი საავიაციო საწვავი ისეთი ეკოლოგიური წყაროებიდან მოდის, როგორიცაა აგროკულტურული ნარჩენები და ის ნახშირბადის ემისიებს, ტრადიციულ საავიაციო საწვავთან შედარებით, 70%-ით ამცირებს, თუმცა მისი წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება.

როგორც ლონდონის ჰითროუს აეროპორტის წარმომადგენელი ამბობს, ახალ “მწვანე პრემიუმს” საჰაერო მოგზაურობაზე მოთხოვნაზე გარკვეული გავლენა ექნება. მისი თქმით, მიუხედავად ავიახაზების გაზრდილი ხარჯებისა და ბილეთების მაღალი ფასებისა, საავიაციო ინდუსტრია ზრდას კვლავ განაგრძობს, რადგან ადამიანთა დიდი ნაწილი თანახმაა, ფრენის შედარებით ეკოლოგიურ ალტერნატივაში მეტი გადაიხადონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები