მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზარეულს ევროპაში 3000 ევრო აქვს, საქართველოში ამ პოზიციაზე ხელფასი 1200 ლარიდან იწყება" - მერიკო გუბელაძე

6297878a32b7c
ლიკა გურაბანიძე
01.06.22 23:00
4722
“ჩვენს ბიზნესს დღეს არ უჭირს სტუმარი, უჭირს კადრი.” - ამის შესახებ bm.ge-ს „შავი ლომის“, „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“ დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ახლა მთავარ პრობლემას საქართველოში ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასებიც წარმოადგენს, რადგან კვალიფიციურ კადრებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ რესტორნები ხშირად ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობენ. როგორც მერიკო გუბელაძე განმარტავს, მაგალითად, თუ მზარეულს ევროპაში 3 000 ევრო აქვს, საქართველოში ამ პოზიციაზე ხელფასი 1200 ლარიდან იწყება.

“საქართველოში ჩვენს სფეროში პროფესიონალი კადრის პოვნა პრობლემაა. პანდემიის დროს ყველა გადაეწყო და ალტერნატიული საარსებო წყარო იპოვა, სიმართლეს ეს უფრო შეესაბამება. ამას ემატება ისიც, რომ ქართული სამზარეულო ბოლო წლების განმავლობაში უცხოეთში ძალიან წარმატებული გახდა და კარგ კადრებს იქაც ითხოვენ. რა თქმა უნდა, ანაზღაურება იქ მეტია და ახალგაზრდებს ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება სურთ. ყველა ევროპაში მიდის.” - აღნიშნა გუბელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები