მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანჰესის" ინვესტორმა კომპანია ENKA-მ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა

633ede38058c6
მარიამ ვარადაშვილი
06.10.22 18:01
1463

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარეების მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ "ნამახვანჰესის" ინვესტორმა კომპანია ENKA-მ საქართველოს აერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.

როგორც “მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში მყოფმა ლევან დავითაშვილმა თქვა, ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. 

“იცით, რომ ENKA-მ პროექტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა. კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. მოლაპარაკებები გვაქვს და საუბარი მიდის სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა შეთანხმებაში შევიდეს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ჩვენთვის "ნამახვანი" სტრატეგიულ პროექტად რჩება და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში მეტი ინფორმაცია გვექნება მოლაპარაკებების შესახებ და ამას გაგიზიარებთ”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ENKA-მ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ აცნობა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ დაასახელა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები