მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნოვა": ბიზნესზე უარყოფით გავლენას პანდემიასთან ერთად ლარის კურსის არასტაბილურობაც ახდენს

5fa96e738dce5
ლიკა გურაბანიძე
09.11.20 20:28
877
სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი კომპანია “ნოვას” გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი ბიზნესის გამოწვევებზე საუბრისას პანდემიასთან ერთად, ლარის კურსის არასტაბილურობასაც ასახელებს. როგორც ხიმშიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, პანდემიის პერიოდში "ნოვას" საქმიანობის გაჩერება მოუწია, რამაც გარკვეული ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანია.

“დღეს უარყოფითი გავლენა პანდემიასთან ერთად, ლარის კურსის არასტაბილურობასაც აქვს. ადამიანების ნაკლებ შემოსავლიანობა სამომავლოდ კომპანიისთვის უარყოფით მოლოდინს ქმნის. თუმცა, პანდემიის პერიოდში ის პროექტები არ გაგვიჩერებია, რომელიც გვქონდა.

ის, რომ 2006 წელს პროგნოზირება შესაძლებელი იყო, 2020 წელს ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ახლა უფრო მეტად ენთუზიაზმს და ჩვენი შრომის შედეგებს ვხედავთ, ვიდრე წინასწარ დაგეგმილ ნაბიჯებს," - განაცხადა ხიმშიაშვილმა. 

ცნობისთვის, "ნოვას" ისტორია 2006 წელს იწყება. პირველ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდა, თუმცა შემდგომ მან პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე წარმოებაც დაიწყო.

"ნოვა" ფლობს ორ საგამოფენო დარბაზს თბილისსა და ბათუმში. ის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში (IZOCAM, BETEK, RIGIPS, YEPSA, TEMPO, INGCO და სხვ.). მთელი საქართველოს მასშტაბით, "ნოვას" სივრცეში და მის სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის 35 000-მდე დასახელებაა წარმოდგენილი.

როგორც ხიმშიაშვილმა "საქმიან დილაში" აღნიშნა, "ნოვამ" B2B გაყიდვებს B2C მიმართულებაც დაამატა, რისი საშუალებითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ქართული და საერთაშორისო ბრენდები თავად შეარჩიონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები