მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომამდე ტურისტულ ბუმს ველოდით" - ალავერდაშვილი

627a5a8933ad6
მარიამ ვარადაშვილი
14.05.22 14:27
2017
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროპიდან ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილი უქმდება.

“არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ წლევანდელ წელს ტურისტულ ბუმს ველოდებოდით, დანარჩენ სამყაროში ასეც ხდება. ამ ეტაპზე მსოფლიოში ფრენების რიცხვი გაზრდილია და იანვარში ჩვენი მოლოდინები იმ რეალურ მონაცემებს ეფუძნებოდა, რასაც მსოფლიო ვარაუდობდა. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ეს მოლოდინები შეიცვალა. შედეგად ევროპელი ტურისტების თითქმის 80% საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ამბობს. საუბარია ჯგუფებზე, რომლებიც წინასწარ გეგმავდნენ საქართველოში ჩამოსვლას. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ტურისტები გვეყოლება, თუმცა ჯგუფები, რომლებიც წინასწარ ჯავშნიდნენ და მოდიოდნენ, მათი მაჩვენებელი სამწუხაროდ, 80%-ით შემცირდა”, - აცხადებს ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს დატვირთულობის მაჩვენებელი გალფის ქვეყნებისა [საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი] და ისრაელის ხარჯზე გაიზარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები