მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარტიული და უპარტიოც უნდა მოვიდეს 20 ივნისის აქციაზე" - მამუკა ხაზარაძე

62a8c175cea94
ალა ისპირიანი
14.06.22 21:50
672
პარტია "ლელოს" ერთ-ერთა ლიდერი მამუკა ხაზარაძემ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის გამართვის მიზეზებზე საუბრობს - "პარტიული და უპარტიოც უნდა მოვიდეს 20 ივნისის აქციაზე" - აცხადებს ის.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, აქცია საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსის მიღებას ეძღვნება და ტრიბუნა სხვადასხვა პარტიის მიერ სხვადასხვა საკითხების გაჟღერებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.

"წინადადება, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, გულისხმობს იმას, რომ მთელი კონცენტრაცია ამ საკითხზე უნდა იყოს კონცენტრირებული [საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსზე]. დღეს ნომერ პირველი ამოცანაა მთელ მსოფლიოს, მთელ ევროპას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი ერთიანია. ქართველ ხალხში ვგულისხმობ ყველას: პარტიულს, უპარტიოს, "ოცნების" ამომრჩეველს, სხვა პარტიების ამომრჩევლებს, ოპოზიციის ამომრჩეველს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში საერთოდ არ ერეოდნენ, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია.

მე არ ვისურვებდი, რომ საქართველომ არ მიიღოს ისეთი ტიპის სტატუსი, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა მიიღებს. ჩვენ ერთ რამეს უნდა მივეჩვიოთ, რომ ჯიბრზე არ არის საუბარი, საქართველო ვის დროს რას მიიღებს და ვის დროს რა წარმატებას მიაღწევს. თითოეული ჩვენგანი უნდა მივეჩვიოთ, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა, ამიტომ ვისურვებდი ადეკვატური გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომ საქართველომ გადადგას ერთი მძლავრი ნაბიჯი თავისი განვითარების ისტორიის მანძილზე და ეს ნაბიჯი არის ჩვენი ევროკავშირში ამ ეტაპზე კანდიდატად დაფიქსირება", - განაცხადა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული განცხადება მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე საათის წინ გააკეთა. რამდენიმე წუთის წინ კი, პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და ამასთან, მოქალაქეებს 16 ივნისს, ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა - "დაინახოს ევროპამ ჩვენი ერთობა" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები