მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოლონეთიდან ჯავშნების გაუქმების შემთხვევები გვქონდა" - Wonderland

6266917233397
მარიამ ვარადაშვილი
25.04.22 20:20
898

ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი აცხადებს, რომ პოლონეთიდან ჯავშნების ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუუქმდათ. 

“ჯავშნების ნაწილობრივი გაუქმება იყო, მაგრამ ახალი ჯავშნებიც გვაქვს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ომმა რადიკალურად უარყოფითად იმოქმედა ჩვენს კომპანიაზე. ნაწილობრივ გავლენაში ვგულისხმობ იმას, რომ პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია და უკრაინასთან სიახლოვის გამო გარკვეული ცვლილება იყო, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ჯავშნების რაოდენობა, პირიქით, იზრდება. ამ ეტაპზე ჯავშნები გვაქვს პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბული ქვეყნებიდან", - ამბობს Wonderland-ის წარმომადგენელი. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზი თუ როგორი ვითარება იქნება ტურისტულ სეზონზე, რადგან სიტუაცია მუდმივად იცვლება. 

“ყველაფერი ომზეა დამოკიდებული, ეს ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია ფაქტორია. ამასთან, გასათვალიწინებელია ისიც, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტთა დიდი ნაწილი საკუთარი ინიციატივით ჩამოდის და ტურისტულ კომპანიებს არ იყენებს; ეს ართულებს იმის თქმას, როგორი ზაფხული იქნება, თუმცა პოზიტიური მოლოდინი გვაქვს”, - ამბობს დოჭვირი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები