მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროდუქცია არ გაგვიძვირებია, პროდუქტს საქართველოს ბაზარზე რეალიზაცია ისედაც უჭირს" -"ხილარი"

630ca3bbda419
მარიამ იზორია
29.08.22 22:33
659
ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „ხილარი“ შესაფუთი მასალების იმპორტს ამჟამად თურქეთიდან ახორციელებს. კომპანიას აქამდე ნედლეული უკრაინიდან შემოჰქონდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სიტუაცია შეცვალა.

როგორც bm.ge-სთან „ხილარის“ დირექტორი თაზო კაკუშაძე ამბობს, თურქეთში შესაფუთი მასალები გაძვირდა, შესაბამისად, კომპანიას ხარჯი გაეზარდა.

მისივე თქმით, გაზრდილი კომუნალური გადასახადების, ნედლეულისა და შესაფუთი მასალების მიუხედავად, „ხილარის“ პროდუქციაზე ფასები შენარჩუნებულია.

“შესაფუთი მასალების შემოტანა თურქეთიდან დავიწყეთ. თურქეთმა, როგორც კი დაინახა, რომ მოთხოვნა გაჩნდა, ფასი ხელოვნურად გაზარდა და თუ აქამდე კონკრეტული პროდუქტი 10 თეთრი ღირდა, ახლა 15 გახდა. გარდა ამისა, გაზრდილია ნედლეულის ფასი, კომუნალური გადასახადები. ამის მიუხედავად პროდუქცია არ გაგვიძვირებია, რადგან პროდუქტს საქართველოს ბაზარზე რეალიზაცია ისედაც უჭირს, ფასის მომატების შემთხვევაში კი უფრო გართულდება.

ჩვენ ძირითადად აქცენტი ექსპორტზე გვაქვს. უცხოელ პარტნიორებთან უფრო მარტივია თანამშრომლობა. კარგი პირობები აქვთ“, - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის: “ხილარი” ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ხილის გადამმუშავებელი საწარმო გორში მდებარეობს, რომლის წლიური წარმადობა მლნ ლიტრი წვენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები