მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროდუქტის თურქეთიდან შემოტანასაც ვგეგმავთ“ – „კოლჰოტ-ჰაუსი“

645b95e533671
ნანუკა ნარიმანიძე
15.05.23 09:45
579
წელწინდების კომპანია „კოლჰოტ-ჰაუსი“ გაფართოებასა და თურქეთიდან საქართველოში ახალი ნაწარმის შემოტანას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ ხვიჩიამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენ კოლჰოტები, ე.წ. წელწინდები ჩინეთიდან საქართველოს ბაზარზე შემოგვაქვს, მოთხოვნა არსებულ ბაზარზე ძალიან მაღალია, ამიტომ, ვფიქრობთ, სამომავლოდ ქსელს გავაფართოებთ და ახალ ნაწარმს შემოვიტანთ, დიდი სურვილი გვაქვს, ჩინეთთან ერთად, თურქეთიდანაც შემოვიტანოთ პროდუქტი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განმარტა დამფუძნებელმა და ამ მხრივ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, კონკურენცია ძალიან მაღალია, ამასთან, მარიამ ხვიჩიას მოსაზრებით, სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარზე ძვირი პროდუქტით დიდ მოგებაზე გასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია, -"ამიტომ, ვცდილობთ ყველა სეგმენტს მოვერგოთ და ჩვენი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ვერგებით არსებული ბაზრის მოთხოვნებს და ხელმისაწვდომი ფასითა და მაღალი ხარისხის მეშვეობით ვახერხებთ კონკურენცია გავუწიოთ სხვა კომპანიებს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: „კოლჰოტ-ჰაუსი“ საქართველოს ბაზარზე სამი წელია ფუნქციონირებს, პროდუქციის რეალიზება სხვადასხვა ქსელურ მარკეტსა და ე.წ. „ბაზრობებზე“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება. კომპანია ამჟამად 10 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები