მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროექტი ჩვენთვის ყველაზე საჭირო დროს გამოჩნდა" - აგრონავტი "საქართველოს ბანკის" პროგრამაზე

6346a14917592
მარიამ იზორია
12.10.22 15:38
598
„საქართველოს ბანკს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ახალი პროექტი აქვს. საუბარია ბანკისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივ პროექტზე, რომელმაც მეწარმე ქალებისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობა შექმნა.

პროგრამის დახმარებით, 10-მა კომპანიამ ბუღალტერია მოაწესრიგა და გააციფრულა. ქალმა მეწარმეებმა სამი თვის განმავლობაში Nexia TA-ს მომსახურებით სრულიად უფასოდ ისარგებლეს.

ათ კომპანიას შორის მოხვდა „აგრონავტი“. სტარტაპი, რომელმაც აგრარული მიმართულებით პირველი მობილური აპლიკაცია შექმნა.

„აგრონავტი არის ონლაინ პლატფორმა აგროპრენუარებისთვის/ფერმებისთვის, რომელიც ეხმარება მათ აგრობიზნესის დაგეგმვასა და მართვაში, საბაზრო ტრენდების გათვალისწინებით მაქსიმალური მოგების მისაღებად“.

კომპანია აგრონავტის აღმასრულებელი დირექტორი თამთა მამულაიძე bm.ge-სთან იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელიც პროგრამაში მონაწილეობით მიიღო.

მისი შეფასებით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანიამ სწორედ ის მომსახურება მიიღო, რაც დღეს სტარტაპების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„როდესაც სტარტაპი ხარ, შენზე მორგებული თანამედროვე ცოდნის და გამოცდილების მიღება, მატერიალური და ფინანსური დონაცია განვითარების ყველა ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაშინ, როცა ამ პროგრამის შესახებ შევიტყვეთ, ფინანსური ოპერაციების გაციფრულება ძალიან გვჭირდებოდა. პროექტი ჩვენთვის ყველაზე საჭირო დროს გამოჩნდა. ამით კიდევ ერთ გამოწვევას გავუმკლავდით და სამი თვის მანძილზე სრულიად პროდუქტის განვითარებაზე ვიყავით ორიენტირებულნი. ვმუშაობდით, ისეთ თემებზე, როგორიც გლობალურ ბაზარზე გასვლაა“ - ამბობს ის.

bm.ge-ს შეკითხვაზე, თუ რა მისცა სტარტაპს აღნიშნულმა პროგრამამ, თამთა მამულაიძე ასე პასუხობს:

„სტარტაპის კონცეფციიდან გამომდინარე, მდგრადობა აუცილებელი წინაპირობაა ბაზარზე დიდხანს ოპერირებისთვის. როდესაც მსგავს პროგრამაში ხარ ჩართული, შეგიძლია, ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებზე იფიქრო და პარალელურად აღარ გქონდეს ისეთი გამოწვევები, როგორიც ბუღალტერიის მოწესრიგებაა.

მეორე - ეს პრესტიჟია. ხვდები იმ სტარტაპების სიაში, რომლებსაც ასეთი მსხვილი ორგანიზაციები ირჩევენ. „საქართველოს ბანკი“ სტარტაპ გარემოს ხელშემწყობია, ეს მუდმივი ინვესტიციაა მათი მხრიდან“ - განმარტავს კომპანია აგრონავტის აღმასრულებელი დირექტორი თამთა მამულაიძე.

ინფორმაციისთვის, ციფრული პლატფორმა „აგრონავტი“ სარეკომენდაციო პაკეტების შეთავაზებით ფერმერებს დაგეგმვის და წარმოების პროცესს უმარტივებს. ის მათ ყველა ტიპის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრდის.

„აგრონავტი“ 30 ნოემბერს ახალ პროდუქტს წარადგენს. ეს იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც GPS ნავიგაციისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გასცემს მომხმარებელზე მორგებულ რეკომენდაციებს.

აღსანიშნავია, რომ „აგრონავტი“ პროგრამა „500 Global“-ის მონაწილეც იყო, რომელიც საქართველოში სწორედ "საქართველოს ბანკისა" და Gita-ს მეშვეობით შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები