“პროკრედიტ ბანკის” გენერალური დირექტორის ალექს მატუას განცხადებით, ბანკმა პანდემიის პირობებში სიტუაციაზე მორგებული ნაბიჯები გადადგა.
“პანდემიას შესაბამისი რეაგირება სჭირდებოდა. ორი მიმართულებით ვიმუშავეთ: ერთი - ბანკის სერვისების ისე მიწოდება კლიენტებისთვის, რომ 24 საათიანი სერვისების მიწოდება ბანკთან მინიმალური შეხებით მომხდარიყო. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მოხდა სესხების გადავადებები, ასევე, როგორ ხდება რესტრუქტურიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა.
"პროკრედიტ ბანკს" საკმაოდ ბევრი ბიზნესი აქვს დაფინანსებული და ბიზნესების უმრავლესობა, თითქმის 70% საბრუნავ საშუალებებზე მოდის, ხოლო 30% გრძელვადიან აქტივებში ინვესტიციებზე", - განაცხადა მატუამ "საქმიან დილაში".