მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქალაქს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სიცოცხლით სავსეა, ღამის ავტობუსი სჭირდება" - კლუბი KHIDI

6380d17082493
ანუკა ჯოხაძე
27.11.22 14:31
8509
2018 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერიის “ღამის ეკონომიკის” პროექტის ფარგლებში “ღამის №222 ავტობუსი” ამოქმედდა, რომელიც ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ მოძრაობდა. როგორც მაშინ თბილისის მერიაში აცხადებდნენ, პროექტი საპილოტე იყო, თუმცა სამ თვეში ახალი მარშუტების დამატებაც იგეგმებოდა.

როგორც დღეისთვის ცნობილი ხდება “ღამის ავტობუსის” ხაზი თბილისის მერიამ გააუქმა. კახა კალაძის თქმით, ღამის ავტობუსი პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო გაუქმდა, თუმცა პოსტპანდემიურ რეალობაში ავტობუსის ხაზის აღდგენა მაინც არ მომხდარა.

კლუბ ხიდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში ამოქმედებულ ღამის ავტობუსს, ფუნქციონირების პირობებშიც კლუბ "ხიდთან" ერთხელაც არ ჩაუვლია. მისი თქმით, ქალაქს, სადაც ღამის ცხოვრება ვითარდება ღამის ტრანსპორტი სჭირდება.

“კლუბ "ხიდთან" ავტობუსს ფაქტობრივად არ ჩაუვლია, იმ პერიოდშიც როცა ის ქალაქში დადიოდა. ზოგადად ქალაქს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სიცოცხლით სავსეა, ღამით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება ძალიან სჭირდება”, - აცხადებს კლუბ “ხიდის” წარმომადგენელი სოფო ებრალიძე.

საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლები კახა კალაძის პროექტ “ღამის ეკონომიკის” ხელშესახებ შედეგებს ვერ ხედავენ. კერძო სექტორი აცხადებს, რომ პანდემიის დროს თბილისის მერია ერთჯერადად დაეხმარა ბიზნესს, თუმცა ის რასაც ღამის ეკონომიკის პროექტის ემსახურებოდა არ შესრულებულა. კლუბ “ხიდის” დამფუძნებელი ამბობს, რომ მერიის დახმარება ფრაგმენტულია და ამ მიმართულებით მათი ხედვა ბუნდოვანია.

ცნობისთვის, პროექტი “ღამის ეკონომიკა” თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. პროექტის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე იყო, რომელმაც აღნიშნული პოსტი 2020 წლის აგვისტოში დატოვა.

ღამის ეკონომიკა: რა გააკეთა გვარჯალაძემ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები