მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქალაქური" 2022 წლიდან ახალ ბაზრებზე შევა

61c1b0405dcb1
მარიამ იზორია
27.12.21 09:45
615
თხილისა და ჩირეულის მწარმოებელი კომპანია “ქალაქური” ახალ ბაზრებზე შედის.

როგორც “ქალაქურის” მარკეტინგის მენეჯერი ანა შენგელია bm.ge-სთან აღნიშნავს, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს უკრაინასთან აწარმოებენ და 2022 წლიდან უკვე “ქალაქურის” პროდუქცია ამ ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი; ამასთან, კომპანიის გეგმებშია ევროპის ათვისებაც და ამისთვის მოლაპარაკებები გერმანიასთან მიმდინარეობს.

“ჩვენ ექსპორტის წარმატებული გამოცდილება ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ეს პროცესი გაჩერდა. ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებები ორ ქვეყანასთან - უკრაინასთან და გერმანიასთან გვაქვს და შემდეგი წლიდან უკვე უკრაინის ბაზარზე შევალთ”, - განმარტავს ანა შენგელია.

ცნობისთვის: კომპანია “ქალაქური”, რომელიც ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს, ჯამში, 80-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები