მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქენდი ლენდი": თუ ადრე თვეში 100 ღონისძიებას ვმართავდით, ახლა მხოლოდ 25-30 იმართება

60b7ca671bc73
თამთა ჯიჯავაძე
02.06.21 23:30
1733
სადღესასწაულო ცენტრებზე მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო ფასები გაზრდილი - ამის შესახებ გასართობი ცენტრის „ქენდი ლენდის“ დამფუძნებელმა გიორგი ხარებაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ადრე თვის განმავლობაში „ქენდი ლენდიში“ დაახლოებით 100 ღონისძიება იმართებოდა, ამჟამად მხოლოდ 25-30 ღონისძიებას მართავენ. გიორგი ხარებაშვილის განცხადებით, გაზრდილია ფასებიც. მაგალითად, ადრე თუ 15 ადამიანზე სადღესასწაულო ცენტრის პაკეტი 230 ლარი ღირდა, დღეს იგივე პაკეტი 300 ლარამდეა გაძვირებული.

„ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა“, - დასძინა „ქენდი ლენდის“ დამფუძნებელმა.

ის ასევე გამოეხმაურა თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5000-5000 ლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფენ.

„მერიისთვის არცრთხელ არ მიგვიმართავს თხოვნით და საკმაოდ გახარებულები ვართ, რომ ასე მოულოდნელად გამოყო სახსრები. დედაქალაქში 70-მდე კომპანია ვართ. არიან კომპანიები, რომლებიც ერთ შპს-ის ქვეშ სამ ობიექტს, ფილიალს ამუშავებენ. ამ შემთხვევაში, როდესაც ერთ შპს-ზეა საუბარი, დაფინანსება ერთ ობიექტზე ხდება და არა ფილიალების რაოდენობის მიხედვით“, - განმარტა გიორგი ხარებაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონში მდებარე გასართობ ცენტრებსაც დაეხმარებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები