მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანა მზად არის შესაბამისი ინფრასტრუქტურით" - UEFA- ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღე დარჩა

6491ec2e7a1d9
BM.GE
20.06.23 22:15
642
ტურნირის მთავარი სიმბოლო - ევროპის თასი თბილისშია. ის ჩემპიონატის გამარჯვებულს 8 ივლისს, ბათუმში გადაეცემა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დედაენის ბაღში საგანგებო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

საქართველო რუმინეთთან ერთად UEFA-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია, რომელიც მიმდინარე წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ ფეხბურთის გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა.

„ხვალიდან მნიშვნელოვანი სპორტული დღეები იწყება. საქართველო და რუმინეთი მასპინძლობს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს ფეხბურთში. მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საქართველოსკენ იქნება მოპყრობილი.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა მზად იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ყველაფერი არის მოწესრიგებული და ამ მნიშვნელოვანი თამაშების დაწყებას ელოდება. ყველაზე მთავარი, ტურნირის სიმბოლო - ევროპის თასი თბილისშია და ხვალიდან უკვე თამაშები ოფიციალურად დაიწყება.

ამ დღეების განმავლობაში, საქართველოს ეწვევა ძალიან ბევრი გულშემატკივარი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მთელ ევროპას, მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი კარგი ქვეყანა გვაქვს, როგორი სტუმარ-მასპინძლობა ვიცით. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩამოსული ადამიანი ისიამოვნებს ჩვენი ულამაზესი ქვეყნით, ხოლო ქართველი გულშემატკივარი - საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები