მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყნების კონტროლის გარეშე გახსნა კატასტროფის ტოლფასია" - WHO-ს დირექტორი

5f4e010b94fb9
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.20 12:25
574
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი მთავრობებს მოუწოდებს, არ გახსნან ქვეყნები COVID-19-ზე დაწესებული კონტროლის გარეშე, რადგან ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გებრეისუსის თქმით, მას ესმის, რომ ბევრი ადამიანი დაიღალა შეზღუდვებით და სურს, ახალი კორონავორუსის გავრცელებიდან 8 თვის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ სკოლებში დაბრუნებული ბავშვები და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებული ადამიანები, მაგრამ ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გაკეთდეს.

ვერცერთი ქვეყანა ვერ მოიჩვენებს თავს, რომ პანდემია დასრულდა. რეალობა არის ის, რომ ეს ვირუსი სწრაფად ვრცელდება. კონტროლის გარეშე შეზღუდვების მოხსნა არის რეცეპტი კატასტროფისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები