მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც უფრო რადიკალურ რეფორმებს ატარებ, მით მეტი ადამიანი გლანძღავს" - კახა ბენდუქიძეს როლი

6325840be67ca
მარიამ იზორია
17.09.22 17:35
672
რა როლი აქვს კახა ბენდუქიძეს საქართველოს უახლეს ისტორიაში? – BMGDRIVE-ს ამ შეკითხვას „ნიუტონის თავისუფალი სკოლის" დირექტორი და დამფუძნებელი პასუხობს.

გიორგი მელაძის მოსაზრებით, რაც ახლა ქვეყანაში ეკონომიკის, ბიზნესისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კუთხით გვაქვს, კახა ბენდუქიძის უდიდესი დამსახურებაა.

„კახა ბენდუქიძეს ძალიან პოზიტიური და სწორი როლი აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბევრად უფრო დიდი გეგმები ჰქონდა. როგორც ამბობდა, ეტყობა რაღაცები დავაკელიო, იმიტომ რომ როგორც წესი, რაც უფრო რადიკალურ რეფორმებს აკეთებ, მით უფრო მეტი ადამიანი გლანძღავს, მაგრამ იმდენად ბევრს ესმოდა მისი ცვლილებების, რომ ამას პოზიტივად ხედავდა, ამიტომ კახას მუდმივად განცდა ჰქონდა, რომ მეტი იყო საჭირო.

ძალიან ბევრი რამ, რაც ახლა გვაქვს ქვეყანაში - ეკონომიკის განვითარების კუთხით ან იმ კუთხით, თუ როგორ კეთდება რაღაცეები ბიზნესში და განათლების სისტემაში, ამ ყველაფერზე ფასდაუდებელი როლი აქვს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ბევრად მეტის გაკეთება ვერ მოასწრო“, - აღნიშნავს მელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები