მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რამდენად ეფექტური მმართველი ვიყავი, ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან უხერხულია" - ნიკოლოზ ჩიქოვანი

60d71e858fc3c
BM.GE
28.06.21 23:30
782

“გასული სამი წლის განმავლობაში რამდენად ეფექტური მმართველი ვიყავი, ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია”, - ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა "Forbes-კვირაში" საუბრისას განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების სამ წელში გადაჭრა რთულია.

“2017 წელს სწორედ იმიტომ, რომ ჭიათურის და ზესტაფონის რეგიონებს, სადაც ჩვენი წარმოებებია, გარემოსდაცვითი პრობლემები ჰქონდა, კომპანიაში სპეციალურ მმართველად დავინიშნე. სპეციალური მმართველი სახელმწიფომ კომპანიაში სწორედ ამ პრობლემების გადაუჭრელობის გამო შეიყვანა. 14-პუნქტიანი გამჭვირვალე გეგმა გვქონდა, რისი ნახვაც ნებისმიერს შეუძლია. გეგმის თითქმის ყველა პუნქტი შესრულდა. თითქმის იმიტომ, რომ არ შეიძლება 100 წელიწადზე მეტ ხნის მადნის მოპოვების პრობლემები სამ წელიწადში გადაიჭრას. თუმცა, ამ სამ წელიწადში ბევრი შემაფერხებელი და გაუთვალისწინებელი მომენტები იყო, რამაც შეგვაფერხა, იგივე გაფიცვები. თუმცა, რომ არა ეს ფაქტორები გეგმის იმ პერიოდში შესრულება შესაძლებელი იყო", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 8 მაისს მიიღო განჩინება და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” 2017 წელს დანიშნული სპეციალური მმართველის რეჟიმი კიდევ 3 წლის ვადით გაახანგრძლივა. შესაბამისად, კომპანიაში სპეციალური მართვის რეჟიმი 2023 წლის 9 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები