მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგულაციის მიმართ ნდობა იკარგება მაშინ, როცა ზოგს უზომავენ სიცხეს, ზოგს – არა"

61ed08cfda0c9
მარიამ ადამია
23.01.22 15:30
563

სასურველია, დაიწყოს იმ პირების სავალდებულო ვაქცინაცია, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან, საუბარია, როგორც ასაკობრივ ჯგუფებზე, ასევე ადამიანებზე, რომლებიც მაღალრისკიანად მათი პროფესიის გამო ითვლებიან, იქნება ეს სამედიცინო პერსონალი, პენსიონერი თუ მასწავლებელი, -ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში”, ჯანდაცვის ექსპერტმა სანდრო ურუშაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ის ასევე აცნობიერებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას სჭირდება სხვა ტიპის კამპანია, სხვა ტიპის პოლიტიკური მართვა და რაც მთავარია, ნდობა საზოგადოების მხრიდან. 

“ზოგადად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუნდაც სიცხის გაზომვას, აზრი აქვს, მაშინ, როდესაც შედეგები გვესმის, რადგან თუ ფორმალურად დგას ადამიანი და ვიღაცას უზომავს ტემპერატურას, ხოლო ვიღაცას არა, ნდობა იკარგება ნემისმიერი რეგულაციის მიმართ. დღევანდელ რეალობაში კი ადამიანებს ნდობა არ აქვთ და ამ პირობებში სავალდებულო ვაქცინაციის კამპანია ვერ გაამართლებს,”-აღნიშნა სანდრო ურუშაძემ. 

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ჩვენი პრობლემა არა რეგულაციების ნაკლებობა, არამედ მათი აღსრულებისა და მართვის მოშლილი მექანიზმებია. 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები