მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიონის ხეობის ჩაბეტონებაზე ამხელა ძალისხმევას რატომ ვდებთ"? - ბექა ნაცვლიშვილი

60473e211e4d9
ინგა მურუსიძე
09.03.21 13:35
1979
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იმყოფება ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, რომლმაც მინისტრები გააკრიტიკა და მათ რამდენიმე კითხვით მიმართა.

"სასურსათო ხორბლის მხოლოდ 10%-ს ვაწარმოებთ საქართველოში -  ეს პროდუქტი არის საკვები; დარგის განვითარებისთვის კი არაფერს ვაკეთებთ და რიონის ხეობის ჩაბეტონებისთვის ამხელა ძალისხმევას რატომ ვდებთ? გარდა ამისა, თუ ბიტკოინებს უნდა შევუქმნათ სასათბურე პირობები, ასეთი ეკონომიკა არ გვინდა, რადგან ბიტკოინები არც ადამიანებს ასაქმებს და არც ქვეყნისთვის არანაირი მოგება აქვს.

ახლა ვსაუბრობთ ქვედა ნამოხვანზე და ზედა ნამოხვანზე რომ დაიწყება გარემოს დაცვითი დოკუმენტაციის განხილვა, ვთქვათ, არ გაიარა სკრინინგი, მერე რას ვშვრებით? ნახევარ ჰესს ვტოვებთ? ასე სწრაფად რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება?

ასევე, როცა ვსაუბრობთ ჰომოფობიაზე, ქსენოფობიაზე და ა.შ. წყალი, მიწა, არის ყველას საკუთრება და არა - ერთეულების, ამიტომ მისი ასე განკარგვა, რომ კერძო ინვესტორს ვაჩუქოთ, არ შეიძლება. მოგება ჩვენი სიმდიდრიდან რატომ უნდა ნახოს სხვა რომელიმე კომპანიამ და არა საქართველომ?

რატომ არ ვსაუბრობთ განახლებად ენერგიაზე? მაგალითად, ქარის ელექტროსადგურებზე არ გვაქვს საუბარი. ჰესები სეზონურია და ქარი - არა“, - მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა მინისტრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები