მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რკოს" ახალი საექსპორტო შეკვეთები აქვს - "ასეთ მასშტაბურ და შორ ბაზარზე არასდროს ვყოფილვართ”

6203e5615e527
მარიამ იზორია
10.02.22 22:00
1066
ბავშვთა სამოსის მწარმოებელმა ბრენდმა “რკომ” საექსპორტო შეკვეთები გერმანიდან, ბელგიიდან, ავსტრალიიდან და საფრანგეთიდან მიიღო.

როგორც bm.ge-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა თაკო მეგრელიშვილმა განუცხადა, ახალი კავშირები სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დახმარებით, საბავშო ტანსაცმლის გამოფენა Playtime Paris 2022-ზე დაამყარეს. მისივე თქმით, აღნიშნულ ქვეყნებში დაახლოებით 50-დან 100 ერთუელი ტანისამოსი მარტისთვის გაიგზავნება.

“წინა გამოფენებთან შედარებით წელს მონაწილეებისა და მყიდველების რაოდენობა განახევრებული იყო. ახლა ძირითადად დაინტერესებული კომპანიები ევროპიდან იყვნენ, როცა მანამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყვნენ. ამის მიუხედავად, ჩვენ ადგილზე 5 შეკვეთა, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ავსტრალიიდან მივიღეთ. ყველაზე სასიხარულო ავსტრალიაა, რადგან ასეთ მასშტაბურ და შორ ბაზარზე არასდროს ვყოფილვართ” - ამბობს “რკოს” თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, „რკო“ თაკო მეგრელიშვილმა, თამუნა და ნინო მესარიკიშვილებმა 2016 წელს დააარსეს. ამჟამად, კომპანია 80-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები