პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი და რეანიმატოლოგი ლევან რატიანი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისგან თავს იკავებს და ამბობს, რო ის არ არის იმუნოლოგი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლევან რატიანი თვლის, რომ ეს საკითხი შესაბამისი სპეციალობის ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ.
„სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს წყვეტენ ექიმები, რომლებიც იმუნიზაციის საბჭოში შედიან, მე ვარ ექიმი-რეანიმატოლოგი და ამიტომ შევდივარ სამკურნალო ჯგუფში. როგორც გადაწყვეტს ქვეყანა, იმის მიხედვით უნდა მივყვეთ ყველაფერს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის: ქვეყანაში ვაქცინაციის გასააქტიურებლად, გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულოო აცრის შემოღების მომხრედ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოდის, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროში ამას არ ეთახმებიან და აცხადებენ, რომ ნებისმიერი სამედიცინო ინტერვენცია ადამიანის უფლებების დარღვევაა. სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება გუშინ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამორიცხა.