მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც ყველა, ჩვენც კადრების ნაკლებობას განვიცდით" – Watt’s Fish and Chips

63e60331519b4
სალომე ხიდურელი
12.02.23 11:00
741
ბრიტანული კონცეფციის რესტორანი Watt’s Fish and Chips თბილისში 2022 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი მარინა მერაბიშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რესტორნის გახსნის მთავარი მიზანი ქართველებისათვის ბრიტანული სამზარეულოს გაცნობა იყო.

„დასაწყისისათვის რესტორნის მომხმარებელთა უმრავლესობა უცხოეთიდან იყო, ძირითადად ბრიტანეთიდან, თუმცა უკვე გაიზარდა ქართველ სტუმართა რაოდენობა. ვცდილობთ, ჩვენს მენიუში ქართული გემოებიც შემოვიტანოთ.

დავიწყეთ ბრიტანული მენიუთი, თუმცა ასორტიმენტი უკვე გავაფართოვეთ, Fish and Chips-ის გარდა, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ინგლისურ საუზმეს, სხვადასხვა სახის დესერტსა და წვნიანს ვთავაზობთ. ჩვენი ფასები გახსნის დღიდან არ შეცვლილა და კერძების ღირებულება 8-ლარიდან 30-ლარამდე მერყეობს.“ - განაცხადა მარინა მერაბიშვილმა. 

კითხვაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას კომპანია, მარინა მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ რესტორნისათვის კადრების მოძიება საკმაოდ რთულია.

„ისევე, როგორც ყველა სექტორში, თანამშრომლების მოძიება გვიჭირს. სამომავლოდ გვინდა ახალი ფილიალი გავხსნათ, მაგრამ უახლოეს თვეებში ამას ვერ მოვახერხებთ, თუმცა, ვიმედოვნებთ, მიტანის სერვისით უფრო დიდ არეალს დავფარავთ.“ - ამბობს რესტორნის მფლობელი.

ინფორმაციისთვის, Watt’s Fish and Chips ობიექტი ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარეობს და შვიდ ადამიანს ასაქმებს, კერძების შეკვეთა კი Glovo-დან, Wolt-დან და Bolt Food-დანაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები