მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის წარმომადგენლები ულტიმატუმის ენით აღარ საუბრობენ და უკრაინის წინადადებებს უსმენენ"

622e003297b42
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 18:28
1327
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს "რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები ულტიმატუმის ენით აღარ საუბრობენ და უკრაინის წინადადებებს ყურადღებით უსმენენ". ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter–ში დაპოსტა.

პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა თავის პოზიციას არ დათმობს.

“ჩვენი მოთხოვნები იგივეა – ომის დასრულება და რუსი სამხედროების გასვლა. ვხედავ, რომ არის ამ პროცესის გააზრებისა და დიალოგის შესაძლებლობა“, – ამბობს პოდოლიაკი.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გაიმართება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები