მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთს ისე გააფთრებით არასოდეს უბრძოლია საქართველოს დამოუკიდებლობის შესარყევად, როგორც ბოლო წლებში"

618eb58e1de00
თამთა ჯიჯავაძე
12.11.21 23:37
1253
“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს და ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, არასოდეს ისე გააფთრებით რუსეთს არ უბრძოლია საქართველოს დამოუკიდებლობის შერყევისა და თავისუფლების დასუსტებისთვის, როგორც ბოლო წლები.

„დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე ჩვენს ქვეყანას თუ კიდევ ასეთი დიდი გამოწვევები ექნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით მაშინ, როდესაც საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს ევროპულ გზას. ეს იყო 1990-იანი წლები, როდესაც ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, რომელიც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლო.

ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავიზო მიმოსვლა - ყველა ეს ინსტრუმენტი მივიღეთ ევროპისგან იმისათვის, რომ ჩამოგვეყალიბებინა და გაგვემაგრებინა საქართველოს ევროპული გზა. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. შთაბეჭდილება მექმნება ისეთი, რომ ამ გზას ვცდებით.

კარგად აცნობიერებენ რუსი პოლიტიკოსები, რომ საქართველოს ევროპული გზა მათთვის მიუღებელია. ეს მათ დოქტრინაშიც არის, რომ საქართველო უნდა იყოს დაშორებული ამ სივრცეებს. მათი სპეცსამსახურები წარმატებით მუშაობენ. მაგრამ ჩვენს საზოგადოებაზეა მთავარი სიტყვა. აქ არ არის მხოლოდ ხელისუფლებებზე საუბარი. ჩვენ ვნახეთ ამ 30 წლის მანძილზე იყო ჩავარდნები, იყო წარმატებები. მაგრამ თუ არ არის ჩავარდნა, წარმატება ვერ იქნება. წარმატება იქნება, თუ ჩვენი მცდელობა და საზოგადოების მონდომება იქნა, რომ ჩვენ გვქონდეს წარმატებები“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, ერთხელაც შესაძლოა ევროპამ თქვას, რომ ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის, შექმნა წინაპირობები - თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, DCFTA, თუმცა, უშედეგოდ. ასეთი მოცემულობა კი საქართველოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. „ყველაზე წამგებიან ვითარებაში ვიქნებით ჩვენ“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები