მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსი "ტურისტები" საქართველოს და სომხეთს იყენებენ, როგორც კიბერ პლაცდარმს პუტინისტური იდეების გავრცელებისთვის"

6239b42608455
ბექა ბაციკაძე
22.03.22 19:50
2065
„რუსი ე.წ ტურისტები საქართველოს და სომხეთს იყენებენ, როგორც კიბერ პლაცდარმს პუტინისტური იდეების გავრცელებისთვის",- განცხადება "საქმის კურსთან" კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, უამრავი ახალგაზრდა, რომელიც აგრესორი ქვეყნიდან ჩამოდის, სწორედ კიბერ და IT მიმართულებებით მუშაობს, რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ასათაშვილის თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხედვა და პოლიტიკა, რომ ასეთი საფრთხეები იყოს იდენტიფიცირებული, თუმცა დღეს ეს არ ჩანს.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში რუსებისა და ბელორუსების შემოდინების ზრდას ელოდებიან. ოფიციალურ სტატისტიკაში ეს ასახული ჯერ არ არის, თუმცა საინვესტიციო ბანკი თიბისი კაპიტალი აცხადებს, რომ ძალიან არის გაზრდილი მოთხოვნა ბინების ქირაობაზე, რაც სწორედ გაზრდილ შემოდინებას უკავშირდება. თიბისი კაპიტალი მიგრაციის ეფექტიდან წლიურად 200 მლნ დოლარის შემოსავალსაც ელოდება. ამის პარალელურად ბიზნესის ნაწილი გაზრდილი შემოდინების ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების რისკებს ხედავს და მთავრობისგან ითხოვს კონკრეტულ მითითებებს - მოემსახურონ თუ არა და მიიღონ თუ არა რუსეთიდან ან ბელორუსიიდან შემოსული პირები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები