ცოტა ხნის წინ პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მოკვლევის ფარგლებში კომიტეტს მოსაზრებები და წინადადებები 22-მა დაინტერესებულმა მხარემ წარუდგინა, მათ შორის სამთავრობო უწყებებმა და კერძო სექტორმა. მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდა, რომელიც საქართველოში არსებულ საწარმოთა 99,7% წარმოადგენს.
დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაზრდისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის დიჯიტალიზაცია, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის მიმართულებით პროგრამების გააქტიურება.