იმაზე, თუ რა შეცდომებს უშვებენ ქართველი სტარტაპები, ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, გადაცემა “Bmg Drive” –ში ისაუბრა. ავთანდილ კასრაძე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არასაკმარის განათლებას ასახელებს.
"საინტერესო სტარტაპ იდეები Google- ში დასერჩვით არ იწყება. რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვინდა ისეთი, რომელსაც დასავლეთში აქვს განათლება მიღებული, ინდუსტრიულ სექტორშია დასაქმებული. მაგალითად მუშაობენ: "მერსედესში", "ტესლაში", Apple-ში ან საფინანსო ინსტიტუტებში, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ კორპორაციული ცხოვრებიდან ახლა ინოვაციური გადაწყვეტა შექმნან და თვითონ გახდნენ მილიარდერები.
ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი გყავდეს ძლიერი და პრობლემა სწორად იდენტიფიცირებული. როგორც წესი უნივერსიტეტის სტუდენტებს ემართებათ, რომ რაღაცას დასერჩავენ და ამბობენ, ასეთი მაგარი იდეა მაქვს ჩემ აპლიკაციაში, რომ შეხვალ და დააჭერ ძალიან ლამაზად გაიხსნება და რაღაც სპეცეფექტებზე გესაუბრება. ავიწყდება, რომ ამ ყველაფრის უკან ბიზნესპროცესი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, ვის უგვარებ პრობლემას, ამ პროდუქტში ფულს ვინ იხდის და ეს პროცესი მათ შორის როგორ ხდება. შენს პროდუქტში ვიღაცამ ფული რომ გადაგიხადოს, ამის სანაცვლოდ რაღაცა უნდა მიიღოს. თუ მხოლოდ კომფორტს სთავაზობ, ამ შემთხვევაში 100 შენი პოტენციური კლიენტიდან შეიძლება 98-მა გადაიხადოს, მაგრამ თუ მათ პრობლემას უწყვიტავ მაშინ, შენს კონკრეტულ პროდუქტში, რა თქმა უნდა მეტი გადაიხდის.
საქართველოში ძირითადად კონკრეტულ გადაწყვეტას არა ფიზიკურ პირებს, არამედ ბიზნესს სთავაზობენ. ამ შემთხვევაშიც ხშირად სტარტაპებს შეცდომა მოსდით. მოდიან ჩვენთან ინოვაციური პროექტების დასაფინანსებლად, შემოაქვთ ბიზნეს იდეა, რომელიც ძალიან მაგარ კომფორტს უქმნის იმ ბიზნესის კლიენტებს, რომელსაც სთხოვს, რომ ფული მისცეს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომაა იმიტომ, რომ ბიზნესს, რომელსაც სთხოვ, რომ ფული მოგცეს, უნდა დაინახოს, რომ თუ ფულს მოგცემს ამით მას მეტი შემოსავალი გაუჩნდება", - განაცხადა GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.