მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაც" - სალომე ზურაბიშვილი ჟოზეფ ბორელს ესაუბრა

623a2e909e74a
ალა ისპირიანი
23.03.22 00:15
1013
საქართველოს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ჟოზეფ ბორელს ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.

პრეზიდენტის თქმით, ბორელთან საუბარი საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციის გზაზე და უსაფრთხოებაზეც იყო.

"ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. მადლობელი ვარ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - წერს სალომე ზურაბიშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები