მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკვების ბანკი" - წინადადება, რომლითაც მოქალაქემ პარლამენტს მიმართა

60ae84dbe1a2f
მარიამ იზორია
27.05.21 00:00
1248
მოქალაქე დავით მებაღიშვილმა ახალი საკანონმდებლო წინადადებით, კერძოდ, „საკვების ბანკის“ შექმნის ინიციატვით, პარლამენტს მიმართა, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონიმიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, იდეა საკვების გაფლანგვასთან დაკავშირებით შესაქმნელ სტრატეგიას უკავშირდება. წინადადებაში ასევე განმარტებულია საკვების უსაფრთხოების დარგის სპეციალისტების დასკვნა იმის შესახებ, რომ მაცივარში შენახული პროდუქტი ვადის გასვლიდან ვარგისიანობას დაახლოებით 1-3 თვემდე კვლავ ინარჩუნებს.

„საკვების ბანკის“ შექმნის ინიციატორი დავით მებაღიშვილი გადაცემა „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ „საკვების ბანკი“ ქართულ ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს და ხელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღია და ფარული შიმშილის პრობლემის მოგვარებას შეუწყობს.

„ეს ეროვნულ დონეზე გასაკეთებელი სასურსათო ბანკია და საჭიროა სამივე მხარის, სახელმწიფოს, ბიზნესისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩართულობა, ეს არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ქვეყანაში არსებული შიმშილის პრობლემა აღმოიფხვრას ან შემსუბუქდეს, აუცილებელია სახელმწიფო საკვების გაფლანგვასთან დაკავშირებით კონკრეტული სტრატეგია შეიმუშაოს, ბიზნესს ჩვენი ქვეყნის ჰუმანიტარულ დონეზე განვითარების ხელშეწყობა შეუძლია“, - აცხადებს მებაღიშვილი.

ცნობისთვის, დავით მებაღიშვილმა ახალი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს 9 მაისს მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები