მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სალომე ზურაბიშვილმა ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რაც მას ღირსებას მატებს"- ნიკა გვარამია

6494aef095982
ალა ისპირიანი
23.06.23 00:12
12627
"სალომე ზურაბიშვილმა ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რაც მას ღირსებას მატებს" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ საქართველოს მისი ციხიდან გამოსვლით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. 

"გულწრფელად გეტყვით, რომ გათავისუფლებას არ ველოდი. არ ვიყავი ამისთვის მზად. უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოაცხადა. ვფიქრობ, მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად.

არ ვაპირებ ჩემს შეცდომაში გაჯიუტებული ვიყო. ის ვიდეოები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო. არც ის [სალომე ზურაბიშვილი] უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რაკი მე გამოვედი, სტატუსი მოგვენიჭება, არასწორი განცდა იქნება. სალომე ზურაბიშვილმა რაც შეეძლო გააკეთა თავისი გადასახადიდან, მაგრამ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს. ეს არის სისტემა, რომელმაც მაგალითად, ჩემს ზურგ უკან ამ ციხეში ბევრი პოლიტიკური მძევალი ჰყავს. ყველას არ შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი - ეს მძევლები აქედან გამოვლენ, მაშინ, როცა ეს სისტემა დაინგრევა,“ - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები