მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველომ სასამართლო სისტემას ყურადღება უნდა მიაქციოს" - ქნირშის რჩევა

62836a1f4c425
BM.GE
17.05.22 13:41
941
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისთვის, ასევე ევროკავშირთან დაახლოებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მეტი ყურადღება დაუთმოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას.

დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველოს, საერთო ჯამში, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი აქვთ, თუმცა სამუშაო ძალის უნარების გაუმჯობესება, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირება ამ მხრივ მიმზიდველობის ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია.

"საინვესტიციო გარემო საქართველოში საერთო ჯამში კარგია, გერმანელი ბიზნესმენები საქართველოში მიმდინარე აქტივობებით ძალიან ბედნიერები არიან, თუმცა ამის პარალელურად დგას საჭიროება, რომ მოხდეს ადგილობრივი მუშახელის გადამზადება. კომპანიებს სჭირდებათ უფრო მეტად პროფესიონალი კადრები. ასევე საქართველოს სჭირდება, აუცილებლად ყურადღება მიაქციოს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი და ექნება კარგი რეპუტაცია. ეს არის ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, რომელსაც ევროკავშირის წევრობა და ასევე ინვესტორების მოზიდვა სურს", - ამბობს ჰუბერტ ქნირში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები