მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" პანდემიის დაწყებისას საგანმანათლებლო პროგრამის შეძენაში დაგვეხმარა" - თსუ-ს რექტორი

6249938b73c82
მარიამ იზორია
03.04.22 16:57
830
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გადაცემა ForbesTalk-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ პანდემიურ რეალობასთან ადაპტირების პროცესზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა ადაპტაცია მალევე შეძლო და ეს პერიოდი უნივერსიტეტის განვითარებისთვის კარგად გამოიყენა. მისივე თქმით, დისტანციური სწავლების წარმატებით წარმართვაში უნივერსიტეტს "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარა.

„პანდემია ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუდმივად ვმსჯელობდით რისი გაკეთება შეიძლებოდა. კემბრიჯს, ოქსფორდს, ყველა პარტნიორს ერთნაირი პრობლემა ჰქონდა. თსუ-ს 3 500 კურსი სხვა სივრცეში უნდა გადაგვეტანა, რაც 2 კვირაში მოვახერხეთ. ეს ხდებოდა იმის ხარჯზე, რომ ღამეები არ გვეძინა. წარმოუდგენელი რამ შევძელით.

თავდაპირველად ბევრი პრობლემა იყო, ვერ შევიძინეთ Zoom-ი, მოსვინჯეთ ყველა სხვა პლატფორმა. ამასობაში, ჩვენი სპონსორი "საქართველოს ბანკი" დაგვეხმარა, მათი საშუალებით სოლიდური „ედუქეიშენი“ შევიძინეთ და უკვე ზუმში ლექციების წარმართვა შეუფერხებლად შეგვიძლია. წიგნების დიგიტალიზაციაც მალევე მოვახერხეთ, დღეს კოლექციაში 15 000-ზე მეტი ტომი, ელექტრონული ბიბლიოთეკა გვაქვს. არ გაჩერებულა ჩვენი ბიბლიოთეკაც, მოეწყო ახალი სივრცეებიც, მათ შორის სრულიად რესტავრირდა მეორე კორპუსი. მაისში კი 100%-ით აუდიტორიულ სწავლებას აღვადგენთ. 

აღსანიშნია, რომ თსუ-ს მიმართ უდიდესი ინტერესია ევროპიდან. დღეს 71 გაცვლითი სტუდენტი გვყავს. საამაყოა, რომ თსუ 27 ინგლისურენოვან პროგრამას და 400-ზე მეტ კურსს აერთიანებს. ამასთან, ჩვენი სამედდიცინო ფაკულტეტი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ აკრედიტირებულია, რაც ნიშნავს, რომ კურსადმთავრებულები ისეთ ქვეყნებში შეძლებენ ექიმებად მუშაობას, როგორიც თურქეთი, აშშ და ისრაელია", - აღნიშნავს თსუ-ს რექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები