მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, კასპში სასათბურე ბიზნესი ფართოვდება

5f757cf432622
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.20 11:26
938
"საქართველოს ბანკი" აგრომეურნეობის მხარდაჭერის ფარგლებში კასპის სოფელ ხოვლეში ბოსტნეულის 2 სათბური აშენდა.

როგორც BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ჭაბურღილი. მეწარმე სათბურში სეზონურად აწარმოებს ბოსტნეულს (ზაფხულში პომიდორი, ზამთარში მწვანილი), რის რეალიზაციასაც ძირითადად თბილისის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში ახდენს.

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესების რეგიონში განვითარებას, მათ შორის აგრომეურნეობის მიმართულებით. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში სასათბურე ბიზნესი გაფართოვდა. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, სათბური 2018 წლიდან ფუნქციონირებს, იმ ინვესტიციით, რომელიც ბანკის მხრიდან იყო გამოყოფილი, სასათბურე ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდა. აღნიშნული სათბურის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 27 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხა კი 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე სათბური 5 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები