მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში 16 იახტა გავყიდეთ" - რა ჯდება მცურავი ტრანსპორტის შეძენა?

64c22f5373e68
ნინი ლონგურაშვილი
27.07.23 12:44
4979

მსოფლიოში მდიდარი ადამიანების რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება იახტებზე მოთხოვნაც. მოთხოვნამ მიწოდება გაზარდა და ბაზარზე ინოვაციური იახტების მწარმოებლები მომრავლდნენ. საქართველოში იახტების დილერი კომპანია Ramses Yachts-ია, რომელიც მცურავ სატრანსპორტო საშუალებებს ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია ყიდის. როგორც მისი დირექტორი, გიორგი ჩიკვაიძე BMG-სთან ამბობს, 2017 წლიდან ჯამში მის კომპანიას საქართველოში 16 იახტა ჰყავს გაყიდული. რაც შეეხება ფასებს, იახტების ღირებულება 180 000 ევროდან იწყება და რამდენიმე მილიონამდეც ადის.

"დღეს ქვეყნის შიგნით გაყიდულია 16 იახტა და ეს რაოდენობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე... ტემპი არ დავარდნილა გასულ წელთან შედარებით, ინტერესი გაცილებით გაზრდილია. მცურავ ობიექტებზე ფასები, შესაძლოა, 180 000 ევროდან იწყებოდეს, გვყავს ისეთი, რომლის ფასიც 1 500 000 ევროსაც აჭარბებს, ამ საფასო პოლიტიკიდან თითქმის ყველა ღირებულების მცურავი ტრანსპორტი გაყიდული გვყავს", - აღნიშნა გიორგი ჩიკვაიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მოთხოვნა და დაინტერესება იახტებსა და დღის კრუიზებზე საკმაოდ მაღალია, ამიტომ კომპანიამ ქვეყანაში სხვადასხვა ბრენდის შემოყვანა გადაწყვიტა.

“მიმდინარე წლის სეზონს სიახლეებით ვხვდებით, დაგვემატა მნიშვნელოვანი იტალიური 150-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი Cranchi, ჩვენ აქამდე ექსკლუზიურად ვიყავით წარმოდგენილი, როგორც Azimut Benetti-ის დილერები, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას რომ სხვა ბრენდებიც გვყოლოდა. თუმცა მოხდა ცვლილება და Azimut Benetti-ის აქციების ძირითადი ნაწილი, 52% არაბული ინვესტიციით გაიყიდა. ამის საფუძველზე, ავიღეთ ნებართვა, რომ ალტერნატიული ბრენდები შემოგვეყვანა, რაც ზომის და ფასის ნაწილში, ჩვენი ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამიტომ შემოვიყვანეთ იტალიური ბრენდი და დიდი წარმატებით 3 მცურავი ტრანსპორტი უკვე ბათუმის პორტშია", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები