კომპანია “საქკაბელის” მმართველი დირექტორის პოზიციაზე დავით კაპანაძე დაინიშნა.
როგორც bm.ge-ის „საქკაბელიდან“ აცნობეს, დავით კაპანაძეს მიღებული აქვს განათლება ბიზნეს ადმინსიტრირების მიმართულებით, იგი ფლობს ESM თბილისის ბაკალავრისა და საფრანგეთის ბიზნეს სკოლის “Grenoble Ecole de Management” მაგისტრის ხარისხს, მისი კარიერა 2007 წლიდან HSBC Bank Georgia-ში დაიწყო და გაგრძელდა ’’ბანკი რესპუბლიკა’’ ში, სადაც სექტორის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. 2016 წელს კი შეუერთდა საქართველოს ბანკს, სადაც ხელმძღვანებლობდა მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტს და გახლდათ კორპორატიული საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
„სს საქკაბელი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის, სადაც ახალი დირექტორის ფინანსურ ინსიტუტებში დაგროვილი 14 წლიანი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განახლებული მიზნები, თანამშრომლების კეთილდღეობის ამაღლება და კომპანიისთვის მეტი ფინანსური სარგებლის მოტანაა. ახალი დირექტორი, საქკაბელის გუნდთან ერთად, გეგმავს პარტნიორებისა და მომხარებლების ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებასა და კომპანიის ბაზრის წილის გაზრდას.
საქკაბელი უკვე 62 წელია ქმნის მაღალი ხარისხის საკაბელო პროდუქციას, რომელიც ამკვიდრებს სტანდარტებს, საქართველოს და კავკასიის რეგიონის წარმოების სფეროში. კომპანიაში დღესდღეობით ორასამდე თანამშრომელია დასაქმებული. საქკაბელი განაგრძობს განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
(NS)