სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლიდან ჯანდაცვის სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის აღრიცხვას გეგმავს.
როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ BM.GE-ის განუცხადა, დაუკვირვებად ეკონომიკას სტატისტიკის სამსახური სხვადასხვა მიმართულებით იკვლევს, მომავალი წლის გეგმებში კი, შედის აღრიცხონ რა ხარჯის გაწევა უწევთ ოჯახებს ჯანდაცვაზე.
„დაუკვირვებადი ეკონომიკის სფეროებზე მსგავსი ტიპის კვლევებს ვატარებთ სხვადასხვა მიმართულებით იმ სექტორებში, სადაც მაღალია ალბათობა დაუკვირვებადი ეკონომიკის. ჩვენი სტატისტიკური საქმიანობის მომავალი წლის პროგრამა ითვალისწინებს მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარებას სხვადასხვა სექტორში. ერთ-ერთი არის, მაგალითად, ჯანდაცვის სექტორი, სადაც ჩატარდება დაუკვირვებადი ეკონომიკის კვლევა შინამეურნეობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული ხარჯების შესაფასებლად ანუ ოჯახების მიერ ამ მიმართულებით რა ხარჯები იქნა გაწეული“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.