მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის პრეზიდენტი მოსახლეობის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს და არა რომელიღაც პარტიის" - ბიზნესმენი

64882142e90f4
თინათინ ნატმელაძე
13.06.23 15:43
526
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ხელმძღვანელობდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის ინტერესებს და არა რომელიღაც პარტიის ან გაერთიანების ინტერესებს", - ამის შესახებ "დიოს" დამფუძნებელმა, თამაზ დაუშვილმა BMG-სთან ინტერვიუში სებ-ის, როგორც ინსტიტუტის და მისი ხელმძღვანელის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და დემოკრატიის წესებს მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს.

"ზოგადად, ქართული დემოკრატიის ხარისხი განვითარებადია, ჩვენ ბოლომდე ჩამოყალიბებული დემოკრატიული ქვეყანა არ ვართ, შესაბამისად, ამ გზაზე გარკვეული ხარვეზები შეიძლება არსებობდეს, ამიტომ მე გამიჭირდება ვთქვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამოუკიდებლობა ძნელად მისაღწევია თუ არა, თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ დიდი ყურადღების ქვეშაა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ, არსებულ რეალობაში მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მიღწევა შესაძლებელია", - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

დაუშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ეროვნულ ბანკს, როგორც ორგანოს, რომელიც ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს და პასუხისმგებელია ინფლაციაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნესის სტაბილურობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ამიტომ მისი პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ ამ სექტორებზე აისახება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან ის მიიჩნევდა, რომ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამკვიდრება არც საჭირო იყო და არც საჩქარო. თუმცა, საქართველოს მმართველი პარტია გეგმავს, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. აღნიშნულ საკითხს კენჭს პარლამენტი დღეს უყრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები