განახლებული მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 18% სარგებლობს, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. რა აფერხებს სექტორს საქართველოში და როგორ უნდა განვითადეს სწორად ბაზარი, ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსში" "სადაზღვევო კავშირის" აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ ისაუბრა. მან შედარებისთვის ევროპული ქვეყნები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მაგალითად, ესტონეთში, ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, წელიწადში თითო ადამიანი დაზღვევაზე 600 ევროს ხარჯავს, რაც საქართველოს მაგალითზე 90 ლარი იქნებოდა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ რიცხვებში არ არის.
„ესტონეთის მაგალითს თუ ავიღებთ იქ, ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, წელიწადში თითო ადამიანი დაზღვევაზე 600 ევროს ხარჯავს. საქართველოს შემთხვევაში, ერთ ადამიანზე დანახარჯი დაახლოებით 90 ლარი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით", - განაცხადა მან.
რაც შეეხება ავტოდაზღვევას, "სადაზღვევო კავშირის" აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წამახალისებელი სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა იქნება.
"ასევე, ჩვენ შემთხვევაში მარტო რიცხვებში არ არის საქმე - არის გაურკვევლობაც. ერთი სადაზღვევო კომპანია სხვანაირად განმარტავს მაგალითად, გაუფრთხილებლობას, მეორე - კიდევ სხვანაირად. კომპანიების მიდგომებიც კი სხვადასხვაა“, - ამბობს იგი.