მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სეზონს Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთვით ხვდება" - კატია აბსანძე

60c21845b4a75
თელარა გელანტია
10.06.21 19:35
841
ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონს Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთულობით ხვდება. Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატია აბსანძე ამბობს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო ნომრებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.

"მიმდინარე ტურისტული სეზონი საკმაოდ დიდი დატვირთულობით ხასიათდება. შარშანდელ სეზონთან შედარებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დატვირთულობა გაზრდილია და ტურისტული ნაკადები აქტიურად შემოდიან. ჩვენ რამდენიმე თვის უკან გავხსენით სამორინე და ცხადია, ამან გამოიწვია ისრაელიდან ტურისტული ნაკადების ზრდა, თუმცა არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ზრდა არ გვაქვს სხვა ქვეყნებიდანაც. გვყავს დიდი პოლონური ტურისტული ჯგუფები, გვყავს ასევე სტუმრები თურქეთიდან, გარკვეული ტურისტული ჯგუფები აშშ-დანაც, თუმცა მოთხოვნის ძირითადი პროცენტულობა მაინც გადანაწილებულია ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეებზე", - აცხადებს კატია აბსანძე.

Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაღალ ტურისტულ სეზონზე სასტუმრო 100%-ით უკვე დაჯავშნილია.

იმავდროულად Le Meridien Batumi აქტიურ ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს კონკრეტულ სამიზნე ბაზრებზე, საიდანაც საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არსებობს. უახლოეს პერიოდში სრული დატვირთვით ამოქმედდება ასევე ქუთაისის განახლებული აეროპორტი, საიდანაც ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი შემოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები