მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შანსია, საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდოს" - გია არაბიძე ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ

635703258a76b
ალა ისპირიანი
24.10.22 23:15
609
ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სტუმრობა და განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, მთავარია ილჰამ ალიევის მხრიდან გამოიკვეთა მიმართულებები, რაზე მუშაობაც უნდა გაძლიერდეს.

ენერგეტიკოსი გადაცემა "საქმის კურსში" ამბობს, რომ საქართველოს შანსი აქვს გამოიმუშაოს ჭარბი ელექტროენერგია და ექსპორტზე ევროპაში გაიტანოს.

"შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის მიმართულება თუ განვითარდება, არა მარტო აზერბაიჯანიდან , არამედ საქართველოდანაც შესაძლებელია ჭარბი ელექტროენერგია, ევროპაში იქნას გატანილი. ამ ღონისძიების გატარებით ჩვენი საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება“, - ამბობს გია არაბიძე.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ აღნიშნული მიმართულებით წინ წაწევა შეძლოს, ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია.

„უპირველესად წესრიგში უნდა მოვიდეს რკინიგზა. რაც შეეხება სუფსის ტერმინალს ამაზე ალიევმა უკვე ისაუბრა და ტექნიკურადაა გადასაწყვეტი, როგორ უნდა მოხერხდეს მისი გაუმჯობესება. რაც შეეხება ელექტროგადამცემ ხაზებს, ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. აზერბაიჯანთან ეს საკითხები მეტ ნაკლებად დარეგულირებული გვაქვს.

ჩვენი შიდა ხაზებია გასაძლიერებელი, რომ ელექტროენერგიის გატანა მოხდეს. რაც შეეხება თურქეთის მიმართულებას აქაც მეტ-ნაკლებად წესრიგშია ჩვენი ხაზები, მაგრამ დამატებითი მუშაობაა საჭირო", - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ალიევმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის ტერმინალის დატვირთვა იგეგმება და ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი ელექტროენერგიის ექსპორტს საქართველოს გავლით გახორციელებს.

ალიევის ვიზიტი - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველო-აზერბაიჯანს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები