მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შარშან ჩვენი ბრუნვა რამდენიმე მლნ იყო, გუშინ კი 1.5 ლარის შემოსავალი მივიღეთ" - Biletebi.ge-ის დამფუძნებელი

5ee46962c8233
ანუკა ჯოხაძე
13.06.20 09:48
11572
“წლიური ბრუნვა თუ შარშან რამდენიმე მილიონი იყო, გუშინ 1,50 თეთრის შემოსავალი მივიღეთ”- ამის შესახებ BM.GE-თან ბილეთების ონლაინ გაყიდვების პლატფორმის BILETEBI.GE-ის დანფუძნებელმა დავით მიზანდარმა განუცხადა.

როგორც მიზანდარი ამბობს, გასულ წელს სეზონზე თუ დატვირთვის მაჩვენებელი 100% იყო, დღეს შემოსავლები პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა. მიზანდარიც განცხადებით, მომავალი წლის ზაფხულამდე ამ მიმართულებით მდგოარეობის დასტაბილურება ნაკლებად სავარაუდოა.

“მოგვიწია თანაშრომლების გაშვება დროებით უხელფასო შვებულებაში. თავიდან რაღაც დონეზე ვუნაზღაურებდით, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენი ხანი გაგრძელდება. გავუშვით მაგალითად რკინიგზის ბილეთების გაყიდვები, თუმცა აქაც ძალიან დაბალია მოთხოვნა. დიდი იმედი არ გვაქვს რომ ამ მიმართულებით რაიმე დადებითი იქნება.

შემოსავალი 100%-ით შეჩერებულია, ამას ემატება ჩვენი ოფისის ქირა და ა.შ. … მომავალი წლის ზაფხულამდე არამგონია, რომ საერთოდ რაიმე აქტივობას ჰქონდეს ადგილი. გამოცხადდა კინოთეატრების პროტოკოლი, თუმცა არ ვიცი ეს რამდენად კარგად და სწორად იმუშავებს, მე მგონია, რომ დასწრება იქნება ძალიან დაბალი. 100%-ით თუ ვიყავით შარშან დატვირთულები, ახლა ვართ 0%-ით. არაფერი არ იყიდება, საერთოდ გაჩერებულები ვართ. წლიური ბრუნვა არის რამდენიმე მილიონი, გუშინ იყო 1,50 ლარი”-ამბობს დავით მიზანდარი biletebi.ge დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები