მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე ვმუშაობთ" - ჩავუშოღლუ

640470db9750c
ლიკა მეგუთნიშვილი
05.03.23 15:11
762
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ნიუ-დელიში, დიდი ოცეულის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა აქტიურად მუშაობს გაეროს მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის გასაგრძელებლად, რომლის მიხედვითაც უკრაინას შესაძლებლობა ექნება, რუსეთის შეჭრის შემდეგ ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეული ექსპორტზე გაიტანოს.

„ჩვენ ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებასა და განახლებაზე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის ექსპორტი უკრაინის სამი პორტიდან განხორციელდა. ხელშეკრულება ნოემბერში გაგრძელდა და გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ მოხდა, ვადა 18 მარტს იწურება.

1-ელ მარტს, რუსეთმა განაცხადა, რომ ის დათანხმდება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სოფლის მეურნეობის სექტორის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები